კინოჩვენებები პრესკაფეში

 

კინოჩვენებამდე ცოტა ხნით ადრე

კინოჩვენებამდე ცოტა ხნით ადრე

ყოველ პარასკევს, საღამოს 7 საათზე, პრესკაფე იმპროვიზებულ, პატარა კინოდარბაზად იქცევა. პრესკაფესა და ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის ორგანიზებით ჩვენთან კინოჩვენებები იმართება. ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელთა ერთი ჯგუფი დისკუსიაზე რჩება, რომლის მოდერატორი ფილოსოფოსი გიორგი მასალკინია.

პრესკაფეში გამართული კინოჩვენებები უკვე სატელევიზიო ეთერითაც გადაიცემა. დამოუკიდებელი, რეგიონარული ტელევიზია ტვ 25 ყოველ შაბათს აჩვენებს ფილმსa და ფილმის შემდეგ გამართულ დისკუსიას გადაცემაში „თეთრი კვადრატი”.

პარასკევს,  8 აპრილს, პრესკაფეში ნაჩვენები იქნება პოლონელი რეჟისორის,  ქშიშტოფ კიშლოვსკის ფილმი „ვერონიკას ორმაგი ცხოვრება”.  მთავარი როლის შემსრულებელი, ირენ ჟაკობი, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1991 წელს ამ ფილმში მონაწილეობისათვის ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს.

8 აპრილს, საღამოს შვიდ საათზე პრესკაფეში ნახეთ

ფილმი რამდენიმე პრიზის მფლობელია. მათ შორის: კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საერთაშორისო კონოპრესის პრიზი, კანის ფესტივალის ეკუმენური ჟიურის პრიზი (1991 წ.); ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი (1991 წ.); ბარსელონას კინოფესტივალის პრიზი (1993წ.)  და ა.შ.

პარასკევის კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.

 

 

 

Advertisements
Posted in Uncategorized | Tagged , , , , | 1 Comment

პრესკაფე ბათუმში

კაპუჩინო. ფასი: 3 ლ.ყველას მოგესალმებით, პრესკაფეს მუდმივ და პოტენციურ სტუმრებს!

პრესკაფე და სადისკუსიო კლუბი ბათუმში 2010 წლის ნოებრიდან მუშაობს და ამ ხნის მანძილზე უკვე იქცა  ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურული თავშეყრის ადგილად. გამოფენები, დისკუსიები, კინოჩვენებები და პრეზენტაციები პრესკაფეში თითქმის ყოველკვირეულად იმართება. გარდა ამისა ჩვენთან შეგიძლიათ მიირთვათ საუკეთესო ყავა და უგემრიელესი კერძები, მოუსმინოთ ცოცხალ მუსიკას, გაეცნოთ ქართულ პრესას და სასიამოვნოდ გაატაროთ დრო.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია  თითოეული სტუმრის აზრი, ამიტომაც შეიქმნა ეს ბლოგი, რომლიც მიზანია, გაცნობოთ პრესკაფეში მიმდინარე ყველა ღონისძიების შესახებ და მეტი კავშირი ვიქონიოთ თქვენთან.

ვეცდებით, ეს არ იყოს ბლოგი მხოლოდ ახალი ამბებისთვის. გაგაცნობთ პრესკაფეს სტუმრებს, ადამიანებს რომლებიც ამ კაფეში თქვენთვის მუშაობენ, გაჩვენებთ საუკეთესო კერძებისა და კოქტეილების მომზადების პროცესს და სურვილის შემთხვევაში, ჩვენს სტუმრებსა და მკითხველებსაც შეუძლიათ გახდნენ ამ ბლოგის ავტორები.

ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის, გვეწვიეთ და ნურც რეკომენდაციებს დაიზარებთ. 🙂

 

 

Posted in Uncategorized | 5 Comments